20:19 - 26 May, 2026
|
2017-04-13 16:45:52, 1647 ნახვა
საზოგადოება
უკრაინული ავიაკომპანია “Bravo Airways” საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს
უკრაინული ავიაკომპანია “Bravo Airways,” რომელიც გასული წლის განმავლობაში კიევსა და ბათუმს შორის ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ასრულებდა, აღნიშნული მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას “Bravo Airways” 17 ივნისიდან დაიწყებს. ფრენები 2 სექტემბრამდე, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, Boeing B737 და MD83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ფრენის ნებართვა 12 აპრილს მიენიჭა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)