05:31 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 16:36:20, 2299 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: კერძო სექტორთან რაც შეიძლება ეფექტურად უნდა მივიტანოთ ის სიკეთე, რაც ევროკავშირს მოაქვს

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ 2017-2020 წლების სტრატეგიდან გამომდინარე, ეკონომიკურ და საინვესტიციო პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის აქტიური კომუნიკაცია. მისივე თქმით, ის პროგრამები რომელიც არსებობს ევროკავშირთან, ხელს უწყობს, როგორც კერძო სექტორის განვითარებას, აგრეთვე, სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.

„კერძო სექტორთან ჩვენ რაც შეიძლება ეფექტურად უნდა მივიტანოთ ის სიკეთე, რაც მოაქვს ევროკავშირს, უნდა ავუხსნათ,  რა კონკრეტული სარგებელი შეუძლიათ ნახონ უკვე არსებული პროგრამებით,  რამაც საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი ინვესტიციების განხორციელებას და რაც ასევე მნიშვნელოვანია,  ახალი კონტაქტების დამყარებს მომავალ, ევროპელ პარტნიორებთან," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.  

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics