16:56 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 15:11:28, 2624 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
პრემიერი: ვგლოვობ ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც ბატონი გივი ბერიკაშვილი დააკლდება

„ვგლოვობ, ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც ბატონი გივი ბერიკაშვილი დააკლდება“, -ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სახალხო  არტისტის გივი ბერიკაშვილის პანაშვიდზე დასწრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გივი ბერიკაშვილი ყველა  ადამიანისთვის მაგალითის  მიმცემი იყო. 

„ძალიან დასანანია, რომ ასეთი ადამიანები გვტოვებენ. ბატონი გივი იყო ჭეშმარიტად სახალხო არტისტი და ის იყო ჭეშმარიტად მაგალითის მიმცემი მოქალაქე ძალიან  ბევრი ადამიანისთვის. ძალიან გული მტკივა, რომ ასე ადრე, ძალიან მოულოდნელად მოხდა მისი წასვლა ამ ქვეყნიდან, ის ყოველთვის დარჩება ჩვენს გვერდით იმიტომ რომ  მთელი ცხოვრების ძალიან ბევრი სასიხარულო მომენტი სწორედ ამ ადამიანთან ასოცირდება“,-განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი თითქმის დასრულდა. გარდაცვლილის ოჯახს კოლეგებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიუსამძიმრეს.

გივი ბერიკაშვილს 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics