|
2017-04-13 13:09:28, 1935 ნახვა
კომენტარი
გიორგაძე: ვაპირებთ, თეატრებს ახალი დაფინანსების სისტემა შევთავაზოთ
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, თეატრებთან მიმართებაში დაფინანსების სისტემა რეფორმირებას საჭიროებს. გიორგაძის თქმით, თეატრებისთვის ახალი დაფინანსების სისტემის შეთავაზება იგეგმება. ამასთან, მინისტრი განმარტავს, რომ ამ თემაზე მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია და ის ყიფშიძეების განცხადებას არ უკავშირდება: „დიახ, ნამდვილად ვფიქრობთ, რომ რეფორმირებას და განსხვავებულ მიდგომას ზოგადად დაფინანსების სისტემა საჭიროებს, თუნდაც თეატრებთან მიმართებაში. მქონდა რამოდენიმე თეატრის ხელმძღვანელთან, როგორც თბილისის, ისე რეგიონული თეატრის ხელმძღვანელთან ამ თემაზე საუბარი, ეს ხდებოდა არა ამ ამბის გამო (ყიფშიძეების განცხადება), არამედ დიდი ხნით ადრე და ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან მაღალი ხარისხის ჩართულობით, საჯაროობით ამ თემაზე ვიმსჯელოთ და საერთო კონსესუსის შედეგად ახალი დაფინანსების სისტემა შევთავაზოთ თეატრებს. ჩემი გულწრფელი პატივისცემისდა მიუხედავად, თეატრების ხელმძღვანელებმა, სამხატვრო ხელმძღვანელებმა, მმართველებმა, ბევრად მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“,-განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ გიორგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)