16:12 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 11:07:13, 1836 ნახვა

საზოგადოება
რაჭა-ლეჩხუმში პრობაციონერები დასაქმდნენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა და სტაბილური შემოსავლის წყარო გაუჩნდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, პირობით მსჯავრდებულებმა რ.ბ-მ და ტ.ს-მ ასფალტ–ბეტონის ქარხანაში და  შ.პ.ს. „დანი 2010-ში“ დაიწყეს მუშაობა.

რ.ბ–ს, რომელსაც ხანძრის შედეგად საცხოვრებელი დაეწვა და უსახლკაროდ დარჩა, სამუშაო ადგილის მიმდებარედ, თავშესაფარიც გამოეყო.

მათივე ინფორმაციით, მისი საშუალო ანაზღაურება თვეში დაახლოებით 250 ლარი იქნება. რაც შეეხება ტ.ს–ს, მისი ხელფასი თვეში 300 ლარს შეადგენს.

პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2016 წლის განმავლობაში 156,  მიმდინარე წელს კი, 32 პრობაციონერი დასაქმდა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics