16:12 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 10:09:18, 1627 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: პროფესიულ სასწავლებლებში 8005-ზე მეტმა მოსწავლემ შეიტანა განაცხადი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით,  გაზაფხულზე პროფესიულ სასწავლებლებში 8005-ზე მეტმა ახალგაზრდამ შეიტანა განაცხადი.

მისივე თქმით, ამ მიმართულების წახალისება დასაქმებას შეუწყობს ხელს:

"წელს გავააქტიურეთ პროფესიული განათლების პროგრამა და ძალიან სასიხარულოა, რომ დასრულდა რეგისტრაცია. 25%-ით მეტმა ადამიანმა მოინდომა ამ მიმართულებით სწავლა. 8005-ზე მეტმა მოსწავლემ შეიტანა განაცხადი. მოგეხსენებათ,  ამ მიმართულების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, სახელმწიფო მას სრულად აფინანსებს. როგორც წესი, შემოდგომაზე არის ხოლმე სამჯერ მეტი, ვიდრე გაზაფხულის ნაკადზე. დასაქმების მაჩვენებელიც დღეს უკვე ძალიან მაღალია. ბევრი სასწავლებელია, სადაც 95%-ზე მაღალია დასაქმების მაჩვენებელი და ვფიქრობ, ამ მიმართულების წახალისება პირდაპირი გზაა დასაქმებისკენ. დამსაქმებლებიც ძალიან აქტიურად მონაწილეობენ პროფესიული განათლების პროგრამებში",- აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics