|
2017-04-12 15:03:58, 1367 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატი 2017 - მზადების აქტიური ფაზა დაიწყო
31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს. ასპარეზობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული, მათ შორის საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები მონაწილეობს. 20 წლამდელთა ჩემპიონატი სარაგბო სამყაროში მნიშვნელობითა და სიდიდით მეორეა, რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტურნირში მონაწილეობა პირველად შარშან, მანჩესტერში მიიღეს (მას შემდეგ რაც 2015 წელს მოიგეს საკვალიფიკაციო ტურნირი, მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ალაფა). პირველივე ცდაზე ჩვენმა 20 წლამდელთა პლეიოფში იტალიას სძლიეს, მე-10 ადგილი დაიკავეს და ამით წლევანდელ ტურნირში არა მარტო, მასპინძლის სტატუსით არამედ სპორტული შედეგითაც დაიმსახურეს მონაწილეობის უფლება. წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობენ: ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, სამოა (ჩაანაცვლა შარშან ბოლო ადგილზე გასული იაპონია). ასპარეზობა 5 სამატჩო დღედ ჩატარდება. ტურნირის ჯგუფური ეტაპი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) ორ ქალაქში გაიმართება - თბილისში (ავჭალის სტადიონი) და ქუთაისში (აია არენა); პლეიოფები და ფინალები (14 ივნისი და 18 ივნისი) თბილისში, ავჭალის და მიხეილ მესხის სტადიონებზე გაიმართება. 20 წლამდელთა ჩემპიონატის დევიზია: "მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები" (Future Stars of World Rugby). მორაგბეებისთვის აღნიშნული ჩემპიონატიდან ეროვნულ ნაკრებში თამაშამდე ერთი ნაბიჯია. 2008 წლიდან დღემდე, ჩემპიონატში მონაწილე დაახლოებით 500-მა მორაგბემ უკვე ითამაშა თავის ეროვნულ ნაკრებში. ტურნირი გამოიარეს თანამედროვე სარაგბო სამყაროს ისეთმა ცნობილმა ვარსკვლავებმა როგორებიც არიან: მსოფლიოს 2016 წლის საუკეთესო მორაგბე ბოდენ ბარეთი, ჯულიან სავეა, სამ უაითლოქი, აარონ ქრუდენი (ახალ ზელანდია, 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებული), დევიდ ფოქოქი, უილ გენია (ავსტრალია), სემ ვარბურთონი, ლი ჰავფენი (უელსი), მარო იტოჯე (ინგლისის 2016 წლის საუკეთესო მორაგბე). საქართველო წელს უკვე მეორედ მონაწილეობს 20-წლამდელთა ჩემპიონატში. შარშანდელ ტურნირში მონაწილეთაგან უკვე ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ: ვასილ ლობჟანიძე, ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე, გელა აფრასიძე, ლაშა ტაბიძე, ირაკლი სვანიძე, თირნიკე მატარაძე და გიორგი ცუცქირიძე. როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანაძემ აღნიშნა, ჩემპიონატის ორგანიზებაში როგორც სახელმწიფო უწყებები ისე კერძო სექტორიც არის ჩართული. „ამ ჩემპიონატის ორგანიზებაში ყველა ჩართულია, სახელმწიფო უწყებები თუ კერძო სექტორი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ ტურნირს. თუ გავითვალისწინებთ, რომ გენეტიკურად ქართველები კარგი მასპინძლები ვართ, უნდა ვიმედოვნოთ, რომ შესანიშნავად გავართმევთ თავს და ძალიან კარგ სანახაობას შევთავაზებთ რაგბის გულშემატკივარს",- განაცხადა გოჩა სვანიძემ. „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გამორჩეული დღეები იქნება არა მარტო რაგბის მოყვარულებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. „დარწმუნებული ვარ, ამ ჩემპიონატით კიდევ ერთხელ წარმოვაჩენთ საქართველოს მსოფლიო მასშტაბით. თიბისი ბანკი რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორია და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა",- განაცხადა ბუცხრიკიძემ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატი 2008 წლიდან ტარდება და თავდაპირველად მასში მონაწილეობას 16 გუნდი იღებდა. 2010 წლიდან გუნდების რაოდენობა 12-მდე შემცირდა. რეორგანიზაციის შემდეგ საქართველო პირველი მეორე დონის სარაგბო ქვეყანაა, რომელსაც ამ ტურნირის მასპინძლობის უფლება მიეცა. ჩემპიონატის მასპინძლობა ქართული რაგბის წარმატების და პროგრესის აღიარებაა მსოფლიო რაგბის მხრიდან და დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ქვეყანას. ტრადიციულად, ტურნირის დაწყებამდე, მასპინძელ ქვეყანაში ტურნირის მთავარი ჯილდოს, მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის თასის მოგზაურობა იწყება. საქართველოში თასს რამდენიმე ღირსშესანიშნავ ადგილას ჩაიტანენ, რაც მთელი მსოფლიოსთვის ქართული კულტურის გაცნობის და ტურისტული პოტენციალის წარმოჩინების შესანიშნავი საშუალებაა. ტურნირის მსვლელობისას სხვადასხვა ქვეყნის მრავალრიცხოვან გულშემატკივართან ერთად, სარაგბო სამყაროს არაერთი ვარსკვლავი ჩამოდის. მათ შორის, მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე, ინგლისის რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, ინგლისის ნაკრების და ბრიტანელი ლომების ყოფილი მორაგბე ბილ ბომონტი და მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის მოადგილე, არგენტინის ნაკრების ლეგენდა და ყოფილი კაპიტანი აგუსტინ პიშოტი. საქართველოში მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის მთავარი პარტნიორია „თიბისი ბანკი“. ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დღეიდან ვებგვერდზე www.ticket.ge/U20 დაიწყება, უკვე შესაძლებელია ნებისმერ მატჩზე, მათ შორის ფინალურზეც, ბილეთის შეძენა. ხოლო, ვებგვერდზე www.rugbystore.ge ჩემპიონატის ბრენდირებული და საგულშემატკივრო პროდუქცია გაიყიდება. (R)
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)