|
2017-04-11 17:44:48, 1595 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია: 2017 წელს თბილისს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ექნება
„2017 წელს თბილისს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ექნება", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მერის თქმით, დოკუმენტზე საერთაშორისო კონსორციუმი და დარგის 200-მდე სპეციალისტი მუშაობს. „გეგმა ისეთ ძირეულ პრინციპებს ითვალისწინებს, როგორიცაა: თბილისი - ჯანმრთელი, მწვანე, ტოლერანტული, საცხოვრებლად მოსახერხებელი, კომპაქტური, რესურსდამზოგავი, ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული უნიკალურობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული, “ჭკვიანი ქალაქი” (Smart City). აქვე გეტყვით, რომ გენგეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, ჩემი ინიციატივით, „თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში“ განხორციელდა ცვლილებები, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლებზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გაზრდაზე შეზღუდვა დაწესდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, დასრულდა და დედაქალაქის მერიას ჩაბარდა თბილისის ზღვის განვითარების გენერალური გეგმა. „დეტალური ანალიზის საფუძველზე, კვლევამ შემოგვთავაზა თბილისის ზღვის შემოგარენის ძირითადად სარეკრეაციო დანიშნულებით განვითარება და ტერიტორიის 12 ფუნქციურ ზონად დაყოფა. კვლევაში მოცემულია ასევე 40 ბიზნესინიციატივა, რომელთა განხორციელება პირველადი ფინანსური გათვლებით, მიზანშეწონილია ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე", - აღნიშნა დავით ნარმანიამ. მისივე განცხადებით, შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია შემოთავაზებული ბიზნესინიციატივების გავრცობა, საინვესტიციო შეთავაზებად ჩამოყალიბება და პოტენციური ინვესტორებისათვის წარდგენა ინვესტიციების მოზიდვისა და ზღვის შემოგარენი ტერიტორიების განვითარების მიზნით. მანვე დასძინა, რომ 2016 წელს თბილისი გახდა „100 მედეგი ქალაქის“ წევრი. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)