|
2017-04-11 16:38:14, 1289 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ დედაქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოში ანგარიშის წარდგენისას, 2016 წელს დედაქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. კერძოდ, დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა კრწანისი-შინდისისა და სამება-მახათას ახალ გზების, ესტაკადების, პანდუსებისა და ხიდების მშენებლობაზე. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მიმდებარე ტერიტორიების დედაქალაქთან შემოერთების შემდეგ, საგრძნობლად დაიტვირთა სოლოლაკის ვიწრო ქუჩები და შესაბამისად, მოძრაობის განსატვირთად, საჭირო გახდა ახალი მიმართულება. მისივე თქმით, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელმა გზამ არსებული პრობლემა დღის წესრიგიდან თითქმის სრულად მოხსნა. რაც შეეხება სამება-მახათას ორკილომეტრიან გზას, რომელიც ავლაბარს მახათას დასახლებასთან აკავშირებს, თბილისის მერის განცხადებით, ეს მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ნარმანიას თქმით, აღნიშნულ გზაზე დაიგო ასფალტის საფარი, დამონტაჟდა კიუვეტები, ასევე, მოეწყო ტროტუარები, რამაც მოძრაობა საგრძნობლად განტვირთა. „გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. აშენდა 3 საყრდენი კედელი, მოეწყო 16 სანიაღვრე მილი, წყალმიმღები ჭები და კიუვეტები. გზის ცალკეული მონაკვეთების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, გაგანიერდა და დაიგო ასფალტის ახალი საფარი",- განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერმა ესტაკადებისა და პანდუსების მშენებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გასულ წელს, ერთ-ერთი მთავარი პროექტი პუშკინის ესტაკადის მშენებლობა იყო, რამაც მოძრაობა ორმხრივი გახადა და ქალაქის ცენტრალური ნაწილი საცობებისგან განიტვირთა. მისივე თქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუხათგვერდის პანდუსსაც, რომელიც აღმაშენებლის ხეივნიდან გადასასვლელი გზაგამტარია. ნარმანიას განცხადებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისში არსებულ ხიდებს, მათ შორის ბარათაშვილისა და გულიას ხიდებს. მანვე დასძინა, რომ სულ ხნის წინ ზაჰესის დასახლებაში ახალი ხიდი გაიხსნა. დავით ნარმანიამ 2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად ვერეს კალაპოტის ფორმირება დაასახელა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და შემდგომ ეტაპებს კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. თბილისის მერმა წყალარინების მასშტაბური ქსელების მოწყობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გასულ წელს წყალარინების ქსელი მოეწყო სამგორის რაიონში, კაიროს ქუჩაზე და აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე „ოლიმპიურ სოფელში“. „საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია მიმდინარეობს შინდისი-ტაბახმელას გზაზეც და ეს საკმაოდ დიდი პროექტია,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. დედაქალაქის მერის თქმით, 2016 წელს, 144 ობიექტზე განხორციელდა ავარიული კორპუსების გამაგრება-გაძლიერება და ამ მიმართულებით მუშაობა 2017 წელსაც აქტიურად გაგრძელდება. დავით ნარმანიამ ვეტერანთა პარკში ახალი მედიათეკის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, რიგით მესამე მედიათეკის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა და უახლოეს მომავალში გაიხსნება. შეგახსენებთ, თბილისის მერი საკრებულოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა. (NS)
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)