|
2017-04-11 12:27:01, 1554 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი ბანკი“ Khan Academy-ს პროექტის მხარდამჭერთა რიგებს შეუერთდა
Educare Georgia-ს დირექტორმა, გიორგი ჯიბლაძემ და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემურანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, „ლიბერთი ბანკი“ შეუერთდება Educare Georgia-ს პარტნიორთა რიგებს და ორგანიზაციას დახმარებას გაუწევს ხანის აკადემიის (Khan Academy) პლატფორმის პოპულარიზაციაში. ხანის აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა თემაზე წარმოდგენილია ვიდეო გაკვეთილები და პრაქტიკული სავარჯიშოები. Educare Georgia უზრუნველყოფს პლატფორმის ქართულ ენაზე თარგმნას, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია უცხო ენის ბარიერის გარეშე. ვიდეო გაკვეთილები დაყოფილია როგორც სასკოლო კლასების, ასევე თემების და საგნების მიხედვით. პლატფორმა საშუალებას აძლევს მასწავლებლებს დააკვირდნენ მოსწავლეთა პროგრესს და მეტი ყურადღება დაუთმონ იმ საკითხებს, რაშიც მოსწავლეები მეტ დახმარებას საჭიროებენ. თარგმნის გარდა, ორგანიზაციის მიზანია გაავრცელოს ინფორმაცია ხანის აკადემიის ქართული პლატფორმის შესახებ და ასწავლოს მოსწავლეებს და მასწავლებლებლებს პლატფორმის გამოყენება სასწავლო პროცესში. ლიბერთი ბანკი საქართველოს ბაზარზე ყველაზე ფართო ქსელით არის წარმოდგენილი. სწორედ საკუთარი ქსელის საშუალებით, ლიბერთი ბანკი უზრუნველყოფს ხანის აკადემიის ქართულენოვანი პლატფორმის შესახებ საქართველოს ყველა კუთხეში ინფორმაციის გავრცელებას. ასევე ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში დაიწყო საპილოტე პროექტი. 11 სკოლის მათემატიკის მასწავლებელი უკვე იყენებს ხანის აკადემიას სასწავლო პროცესში. „მოხარული ვარ, რომ ლიბერთი ბანკი გახდა ჩვენი პარტნიორი და მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაგვიწევს არსებული ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების პოპულარიზაციაში, რაც უფრო მეტ ადამიანს მისცემს საშუალებას მიიღოს მეტი ინფორმაცია და გაიღრმაოს ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს პარტნიორობისთვის“, - აღნიშნა Educare Georgia-ს დირექტორმა, გიორგი ჯიბლაძემ. „ქვეყანაში განათლების დონის ამაღლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მოხარული ვარ, რომ გვეძლევა საშუალება ხელი შევუწყოთ საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განათლების მიღებას. ვფიქრობ, რომ ხანის აკადემიის პლატფორმა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სკოლის მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისთვის“, - აღნიშნა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა. ხანის აკადმიის ქართულენოვანი პლატფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ გვერდზე: https://ka.khanacademy.org/ და YouTube არხზე (Khan Academy Kartuli).
(R)
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)