|
2017-04-10 20:06:47, 2367 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილ ბანკში კომუნალურ გადასახადებზე საკომისიო არ გაიზრდება
„თიბისი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილ ბანკში კომუნალურ გადასახადებზე საკომისიო არ გაიზრდება. ამის შესახებ ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებაშია აღნიშნული: "გასული რამდენიმე დღის განმავლობაში თიბისი ბანკმა მიიღო ბევრი ნეგატიური კომენტარი და შეფასება მისი ერთგული კლიენტების მხრიდან. კომენტარები ეხებოდა ინტერნეტ და მობაილ ბანკში გაძვირებულ საკომისიოს კომუნალურ გადახდებზე. ჩვენ გავიაზრეთ შექმნილი მდგომარეობა და პირველ რიგში, გვინდა ვუთხრათ მადლობა ყველას, ვინც ღიად დააფიქსირა თავისი მოსაზრება და დროულად დაგვაფიქრა მიღებულ გადაწყვეტილებაზე. თიბისი ბანკის და მთელი ჩვენი გუნდისთვის უმთავრესი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის კლიენტის ლოიალობა და კმაყოფილება, რაც გვიბიძგებს, რომ მუდმივად დავხვეწოთ მომსახურების ხარისხი და ვიყოთ ამაში სამაგალითო! ჩვენ გადავხედეთ მიღებულ გადაწყვეტილებას და შედეგად ვტოვებთ პირველად ტარიფებს უცვლელად. მადლობა, რომ ხართ ჩვენი კლიენტები და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო - ჩვენთვის უპირველესი მნიშვნელობის არის კლიენტის აზრი, რომელსაც ყოველთვის ვითვალისწინებთ!", - ნათქვამია განცხადებაში. (R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)