14:25 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 17:06:08, 1735 ნახვა

საზოგადოება
ჩინეთში ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები გაშენდება

საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის მეღვინეობა-მევენახეობის კუთხით თანამშრომლობის გაღმავებისა და ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ჩინეთში, ნინსიას პროვინციაში ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები გაშენდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ საკითხზე ნინსიას პროვინციის ღვინის მრეწველობის განვითარების ადმინისტრაციისა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, იური ნოზაძესთან, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, გიორგი სამანიშვილთან შეხვდრაზე იმსჯელეს.

მათივე ინფორმაციით, დელეგაციის წევრები ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებით და ქვევრის ღვინის წარმოების საკითხებით დაინტერესდნენ,  კახეთის რეგიონში ვენახები დაათვალიერეს და ქართული ღვინის კომპანიებს ესტუმრნენ.

„ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთიდან განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობაში. საქართველოს დიდი გამოცდილება აქვს მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით, სწორედ ამიტომ, ჩინური მხარისთვის საინტერესოა ჩვენი გამოცდილების გაზიარება.ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო იზრდება ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

ნინსიას პროვინციის დელეგაციის წარმომადგენლების განცხადებით, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ჩინეთისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ, ქართული ვაზის საკოლექციო ვენახი დაათვალიერეს და ქართული ღვინო დააგემოვნეს, ასევე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ენოთეკა, მარანი და ღვინის მუზეუმი მოინახულეს.

(NS)



 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics