13:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-09 11:05:30, 1803 ნახვა

პოლიტიკა
ციხელაშვილი: ე.წ. რეფერენდუმი შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ, როგორც მორიგი პროვოკაცია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ  ცხინვალის რეგიონში მიმდინარე  ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და  რეფერენდუმს ეხმაურება.
 
ციხელაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების და  საერთაშორისო  თანამეგობრობის პოზიცია ცალსახაა - ე.წ. არჩევნები და რეფერენდუმი, ვერც პროცესი და ვერც შედეგი, ვერ იქნება სამართლებრივი ხასიათის მატარებელი, არის არალეგიტიმური და  არ იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

„ამავდროულად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ აქტივობას საერთო არაფერი აქვს ხალხის ნებასთან  და ვერ იქნება განხილული რეფერენდუმად  იმ ვითარებაში, როდესაც მავთულხლართებით იზოლირებული რეგიონიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოდევნილი ან გადახვეწილია, ადგილზე მცხოვრები ადამიანების უფლებები კი უხეშად ირღვევა. ე.წ. რეფერენდუმი შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ, როგორც მორიგი პროვოკაცია და პოლიტიკური მანიპულაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიის თემით.  

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ პროცესებთან დაკავშირებით შეფასება უკვე გაკეთდა და დარწმუნებულნი ვართ, კვლავაც გაკეთდება. საქართველოს ხელისუფლება ყველა ფორმატსა და პლატფორმას  იყენებს  პარტნიორების ინფორმირებისთვის და მხარდაჭერის მობილიზებისთვის, რათა არ  დავუშვათ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის მიერ ანექსიის მიმართულებით მორიგი ნაბიჯების გადადგმა“,-აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics