|
2015-04-08 00:22:18, 853 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ხაზარაძე: ნამდვილად ვერ ვგრძნობთ თავს დაცულად
ბიზნესმენი და "თიბისი ბანკის" მფლობელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში თავს დაცულად ვერ გრძნობს. - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ "რუსთავი2" -ს გადაცემა "არჩევამში" განაცხადა. "საქართველოში არ არის ადამიანი დაცული და ჩვენ ნამდვილად ვერ ვგრძნობთ თავს დაცულად. კალმით და სიტყვით გაილაშქრონ და პასუხი არ მოეთხოვოთ, ეს დაუცველობაა. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ადამიანის ღირსება არის ის უპირველესი, რაც უნდა იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ," - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. ბიზნესმენმა ასევე კომპანია "ბორჯომის" ირგვლივ მის შესაძლო კავშირებზეც ისაუბრა. "მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ბორჯომის თემას და მის ლიცენზირებას და იმ მეწარმეებს, რომლებიც ეხლა გამოჩნდნენ თავიდან. მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ 1996 წელს ჩატარდა საერთაშორისო აუქციონი, სადაც ამ წყლის გამოყენების და მისი ბრენდის სამარკო ნიშნის ექსკლუზიური უფლება მიიღო იმ კომპანიამ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. შესაბამისად, შეწყდა ყველა ის ფალსიფიკაცია და ე. წ მცირე მეწარმეების ქმედებები, რომლებიც აბსოლუტურად არასანიტარულ და არაკანონიერ მდგომარეობაში ასხამდნენ ბორჯომის წყალს. მინდა გითხრათ, რომ ბორჯომმა სამჯერ გაიარა ბანკროტობის პერიოდი, ეს იყო 1998 წელი რუსეთის კრიზის დროს, ეს იყო 2006 წელს, როდესაც რუსეთმა გადაკეტა რუსული ბაზარი. ყოველივე ამის შემდეგ, ასეულ მილიონობით დოლარის ინვესტიცია გაკეთდა, ბორჯომი გახდა ტრანსნაციონალური კომპანია, მიაღწია არაჩვეულებრივ წარმატებებს, იგზავნება 40 ქვეყანაში და არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვალუტის შემომტანი. მინდა გითხრათ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ბორჯომის კომპანიაში მუშაობენ, ყველაზე თანამედროვე ქარხანაში, ყველაზე კარგი პირობებით არიან. ძალიან ვამაყობ იმ წლებით, რაც ბორჯომში გავატარე. მინდა ყველას მოვუწოდო, ვთხოვ პოლიტიკოსებს, ბიზნესებს მიეცეთ საშუალება, საქართველოში საქმის კეთების. დღეს ფონი არის აბსოლუტურად შეუძლებელი. ამ ფონში არ ვითარდება არა თუ ბიზნესი, ყვავილიც კი დაჭკნება" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)