19:05 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 17:32:19, 2417 ნახვა

მსოფლიო
ადგილობრივი მედია: სტოკჰოლმში ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

სტოკჰოლმის ცენტრალურ უბანში მომხდარი ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სატვირთო ავტომობილი ცოტა ხნის წინ ხალხით გადატვირთულ ქუჩაზე შევარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანია დაშავდა. დაშავებულების ზუსტი რიცხვი ამ დრომდე არ სახელდება. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა ეს ტერორისტული აქტი. 

The Guardian-ის ინფორმაციით, ინციდენტი ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, პოპულარულ სავაჭრო ცენტრტან "დროტნინგატთან" მოხდა. მედიის ცნობით, ქუჩაში დამონტაჟებულ ვიდეოში, ჩანს თუ როგორ გარბის ხალხი ქუჩიდან. თვითმხილველების თქმით, იყო სროლის ხმა. 

Reuters-ის მონაცემებით, ქალაქის პერიმეტრი სამართალდამცველების კორდონით არის გარშემორტყმული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics