|
2017-04-06 09:28:35, 2483 ნახვა
პოლიტიკა სამართალი საზოგადოება
„ეს შენ გეხება“ ე.წ. მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს
კამპანია „ეს შენ გეხება“ ე.წ. მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს. კამპანია "ეს შენ გეხება"ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. როგორც "ექსპრესნიუსს" კამპანიის წარმომადგენლებმა აცნობეს, ელექტრონული სარჩელის შევსება დღეს 17:00 საათამდე შეწყდება. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ახალი კანონპროექტით საქართველოს კონსტიტუცია კვლავ ირღვევა და ის მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ვერ უზრუნველყოფს. "ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. თუმცა, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სასამართლოს შენიშვნები. შედეგად, ფარული მიყურადების ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა. ახალი კანონმდებლობით კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები. ელექტრონული სარჩელის ეს ფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს შანსს - გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმი და გაასაჩივროს აღნიშნული კანონმდებლობა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)