11:52 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 15:37:29, 1873 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები გაუთქმელობის პირობის მოხსნას ითხოვენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

ადვოკატები გაუთქმელობის პირობის მოხსნას კიდევ ერთხელ ითხოვენ, რადგან როგორც ისინი აცხადებენ, პროკურატურა თანასწორობის პრინციპს არღვევს.

მათივე თქმით, თუ პროკურატურა 3 დღის ვადაში გაუთქმელობის პირობას არ მოუხსნის, ისინი არ გამორიცხავენ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

„ვერ ვახერხებთ დეკანოზის დაცვას, რადგან ვერ ვასაჯაროებთ საქმის დეტალებს და ეს ერთგვარად არის შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპის დარღვევა. ვასაჩივრებთ პროკურატურაში და იმედი გვაქვს, მოგვეხსნება გაუთქმელობის პირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ, ჩვენ ვიცავთ კანონს და მივმართავთ პროკურატურას საჩივრით, რომ იქნებ ამ ჯერზე მაინც დაკმაყოფილდეს  მოთხოვნა, სამ დღეში უნდა გაეცეს ჩვენ საჩივარს პასუხი“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics