|
2015-04-07 15:22:54, 674 ნახვა
სამართალი
ნინო გვენატაძე: დისციპლინური წარმოება განვითარდება ისე, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გევენტაძის ხელმძღვანელობით პირველი სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები და საბჭოს არაწევრი მოსამართლეები ესწრებიან. დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა. თუმცა, ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დისციპლინური სამართალწარმოების გააქტიურებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ დისციპლინური წარმოება განვითარდება ისე, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. "ჩემი პირველი პრიორიტეტი ეს არის დისციპლინური სამართალწარმოების გააქტიურება ამ საბჭოში. მე დღესაც მოვუწოდე შესაბამისი სამსახურის უფროსს, რომ ყველა ის სტატისტიკა, ყველა ის შემოსული საჩივარი, განცხადება, რომელიც დისციპლინური წარმოების საკითხებს დაუკავშირდება, იქნება დეტალურად შესწავლილი, გაანალიზებული, არა მოხლოდ ჩემს მიერ, საბჭოს წევრების მიერ და მე განვაცხადებ ხმამაღლა, რომ დისციპლინური წარმოება განვითარდება ისე როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. ის, რაც დისციპლინური გადაცდომის სადარი სახდელი იქნება, გამოყენებული იქნება",-აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)