|
2017-04-04 19:25:09, 1557 ნახვა
საზოგადოება
ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განხილულ იქნება საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, რეფორმების მეშვეობით ქვეყნის ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისა და ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები, მათ შორის, ენერგეტიკული სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. უწყების ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და მეწარმეობის კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას დაეთმობა. მხარეები განიხილავენ ვაჭრობისა და ინვესტიციების მაღალი დონის დიალოგის, სავაჭრო მისიების, თბილისის „აბრეშუმის გზის" ფორუმის, მეწარმეობის განვითარებისა და ინოვაციების, ასევე, ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართულებებს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება გარემოს დაცვის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. სამუშაო ჯგუფს ქართული მხრიდან თავმჯდომარეობას გაუწევენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, ხოლო ამერიკული მხრიდან - ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, პატრიშა ჰესლეჩი, ასევე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოქმედი თანაშემწე, მარგო ელისი. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრებს გამართავს აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)