17:16 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 17:42:41, 2393 ნახვა

სამართალი კომენტარი
მურუსიძე: როგორ შეიძლება სასამართლოს კარგი იმიჯი ჩამოყალიბდეს, როცა ყველა ცდილობს, მოსამართლეს ტალახი ესროლოს

„როგორ შეიძლება ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სასამართლოს კარგი იმიჯი, როდესაც ყველა ცდილობს, რაღაც მიზნების გამო, ტალახი ესროლოს კონკრეტულ მოსამართლეს, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მართლმსაჯულების სტრატეგიის დოკუმენტის  განხილვისას განაცხადა.

მურუსიძის თქმით,  მოსამართლეებს ისეთ რამეს აბრალებენ, რაც ბუნებაში არ არსებობს.

„როდესაც საუბარია სასამართლოზე, პოლიტიკოსების სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც პოლიტიკოსები გამოდიან და შეურაცხყოფას აყენებენ მოსამართლეებს, ამას უსმენს ხალხი. როგორ შეიძლება ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სასამართლოს კარგი იმიჯი, როდესაც ყველა ცდილობს რაღაც მიზნების გამო, ტალახი ესროლოს კონკრეტულ მოსამართლეს, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ყველამ უნდა ვიზრუნოთ ამ თემაზე. მე არასოდეს არავისთვის პიროვნული შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. რეალურად ყოველთვის ვცდილობ, რომ კორექტულობა გამოვიჩინო“, - განაცხდა ლევან მურუსიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics