|
2017-04-04 16:21:09, 1525 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში მრავალბინიანი სახლის გამაგრება მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას და სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას განაგრძობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის წყნეთში, მაია წყნეთელის #21-ში მდებარე ორსართულიანი, მრავალბინიანი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, სახლის საძირკვლის, კედლების და დაზიანებული კარ-ფანჯრების გამაგრება მოხდება. პროექტის ღირებულება 32 622 ლარია. სამუშაოები აპრილის ბოლომდე დასრულდება. თანადაფინანსებული პროექტები - ოთხსართულიანი ან ხუთსართულიანი შენობების ან/და მისი შემადგენელი ელემენტების გამაგრების შემთხვევაში, როდესაც სამუშაოების ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს შემდეგი პროცენტული მაჩვენებლებით ფინანსდება: გამგეობა - 90%, ამხანაგობა - 10% ნებისმიერი პროექტის დაფინანსების მისაღებად ამხანაგობის თავმჯდომარემ თვის 1-დან 10 რიცხვის ჩათვლით განცხადება გამგეობაში უნდა შემოიტანოს. განაცხადთან ერთად თავმჯდომარემ უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ამხანაგობის წევრთა 2/3-ის ხელმოწერები, ამხანაგობის მიერ შერჩეული მეწარმე სუბიექტის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა, დეფექტური აქტი, დისკი (სადაც ჩაწერილია ხარჯთაღრიცხვა და დეფექტური აქტი) მეწარმე სუბიექტის ბრუნვა, არანაკლებ 20 ათასი ლარისა, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან (თუ დღგ-ს გადამხდელია) ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი. (NS)
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)