|
2017-04-04 14:04:02, 1825 ნახვა
ეკონომიკა
პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლების შესრულების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა
4 აპრილს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 2,376.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის პირველი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს 327,9 მლნ ლარით აღემატება. საგადასახადო შემოსავლების ზრდამ წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 16.0% შეადგინა. საგადასახადო შემოსავლები კვარტლის გეგმასთან მიმართებაში 163,4 მლნ ლარით, 7.4%-ით გადაჭარბდა. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, ცოტნე ყავლაშვილის თქმით, ბიუჯეტის შემოსულობებმა პირველ კვარტალში 2,690.3 მლნ ლარი შეადგინა. "შემოსულობები 6.0%-იანი გადაჭარბებითაა შესრულებული კვარტალური გეგმის მიმართ. გადაჭარბებამ ნომინალში შეადგინა 152.7 მლნ ლარი. ამასთან, ზრდამ 2016 წელთან შედარებით ნომინალში 496,2 მლნ ლარი, ხოლო პროცენტულ გამოსახულებაში 22,6% შეადგინა. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 177,3 მილიონიანი (8.5%) გადაჭარბებით შესრულდა პირველი კვარტლის გეგმის მიმართ და ნომინალურ გამოსახულებაში 2,274.3 მლნ ლარი შეადგინა. 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელთან ზრდა 317.8 მლნ ლარს (16.2%) შეადგენს", - აღნიშნა ყავლაშვილმა. ბიზნესის მაღალ აქტივობას ხელს უწყობს საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნების პროცესის გამარტივება და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესისთვის დაბრუნებული თანხების მაღალი მაჩვენებელი. 2017 წელს საგადასახადო ზედმეტობის სახით ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესს 59,9 მლნ ლარი დაუბრუნა, რაც 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს 38,7%-ით აღემატება. საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაღალი მაჩვენებელი განაპირობებს ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ ეკონომიკური ზრდა როგორც 2017 წლის მარტში, ისე პირველ კვარტალში მაღალი იქნება და წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბებს. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი მონაცემებით მაღალია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურაზე დანახარჯები. მისი თქმით, სრულად იქნა ათვისებული რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2017 წლის პირველ კვარტალში განსაზღვრული ასიგნებები. "სამინისტრომ პირველ კვარტალში დახარჯა 206.8 მლნ ლარი და კვარტლის გეგმის მიმართ შესრულების მაჩვენებელმა შეადგინა 105,5%. შედარებისთვის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველი კვარტლის ათვისების მაჩვენებელი 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს აღემატება 68.6%-ით", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის დეკლარირებული პრიორიტეტია, რაც სწრაფი ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს როგორც მიმდინარე წელს, ისე საშუალოვადიან პერიოდში. მისი თქმით, 2017–2020 წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. მათ შორის იქნება 800 კმ სიგრძის გზები, გვირაბები, აეროპორტები, ხიდები, გვირაბები, აეროპორტები, საკურორტო ზონები და სხვ. ეს პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონებში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას. (NS)
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)