|
2017-04-03 11:53:24, 1583 ნახვა
საზოგადოება
იურიდიული კომიტეტი მძღოლებისთვის 100 ქულიანი სისტემის შემოღებაზე მსჯელობს
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. კერძოდ, დღეს მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის შემოღების საკითხზე მსჯელობენ. ცვლილებების თანახმად, თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან დარღვევისთვის გათვალისწინებული ქულის გამოკლებას გამოიწვევს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, 100-ვე ქულის ამოწურვის შემდეგ მძღოლებს გამოცდის ხელახლა გავლა მოუწევთ. "ცვლილებების მიხედვით, ყველა დარღვევა ითვალისწინებს ქულების ჩამოკლებას, კანონი განსაკუთრების მკაცრი იქნება ნასვამ და ნარკოტიკული თრობის შემთხვევაში. ქულების დაკლება არ შეეხება სადგომზე არასწორ პარკირებას და ასევე შეიცვლება მართვის მოწმოის აღების არსებული ფორმა", - აღნიშნა ბესელიამ. ცნობისთვის, "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის ალტერნატიული ვარიანტი აქვს "ევროპულ საქართველოს". ფრაქციის წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, გარკვეულ ნაწილში კანონში ცვლილებებს ეთანხმებიან, თუმცა არის განსხვავებაც. "მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში გამოცდის ხელახლა ჩაბარება და აღდგენა ყველასთვის თანაბარი პირობებით არ უნდა მოხდეს", - განმარტა ირაკლი აბესაძემ. "საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. კანონპროექტი ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებასა და საგზაო უსაფრთხოების ამაღლებას ემსახურება.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)