10:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 10:09:47, 1384 ნახვა

საზოგადოება
მერია: მეწარმეებს პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას ექნებათ

თბილისის მერია დინამოს მიმდებარე ტერიტორიისან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების აღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მერია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გარემოვაჭრეებს როგორც ადრე, ისე ახლაც მიეცათ გაფრთხილება უკანონო საქმიანობის აღკვეთის თაობაზე. 

„შესაბამისად, თბილისის მერია მოქმედებს კანონმდებლობის სრული დაცვით და გაფრთხილებისამებრ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათ უკანონო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.

ამასთან, როგორც უკვე ცნობილია, ბაზრობების ასოციაციასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას,  დაუყოვნებლივ  შეღავათიანი პირობებით 6 თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს თითოეულ მათგანს. ბაზრობების დირექცია მეწარმეებს ყველა პირობას შეუქმნის საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის.

რეალიზაციის ობიექტები მოიცავს შემდეგ ტერიტორიებს: რკინიგზის სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია, დინამოს მიმდებარე ტერიტორია, მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორია, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორია, ისნისა და სამგორის ბაზრობების ტერიტორიები.

გარდა იმისა, რომ უნებართვო გარევაჭრობა ეწინააღმდეგება კანონს, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიას და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმაც არაერთხელ მიმართეს. ისინი ძირითად პრობლემებად ანტისანიტარიას, გადაადგილებისას შეფერხებას, მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობების დარღვევას და თბილისის იერსახის დამახინჯებას ასახელებენ და მუნიციპალიტეტს რეაგირებას სთხოვენ“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics