|
2015-04-07 09:44:57, 1902 ნახვა
სამხედრო
43-ე ბატალიონი უკვე ავღანეთშია
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში უკვე ჩავიდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციის რაიონის გადაბარემდე, ბატალიონის პირადი შემადგენლობა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დასკვნით სწავლებას გადის. ქართველ ჯარისკაცებს შემაჯამებელი წვრთნები ისეთ საკითხებში უტარდებათ, როგორიცაა თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების საწინააღმდეგო მოქმედებები, რელიგიური თავისებურებები, ნავიგაციის ჩამხშობი სისტემების გამოყენება, უსაფრთხოება და ბრძოლაში ჩართვის წესები. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში, ფარვანის პროვინციაში აშშ-ის არმიის დაქვემდებარებაში მომავალი 6 თვის განმავლობაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად იმსახურებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. ცნობისთვის, ნატოს ეგიდით მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა დანაყოფმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. ბატალიონი სრული სპექტრის ოპერაციების ჩასატარებლად მომზადდა: მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები და ადგილობრივ მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს. ბატალიონის პირადი შემადგენლობა იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)