|
2017-03-31 18:00:58, 1897 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირის დახმარება ფოკუსირებული იქნება კერძო სექტორის განვითარებაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხიელ ჯანელიძის განცხადებით 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირის დახმარება ძირითადად ფოკუსირებული იქნება კერძო სექტორის განვითარებასა და მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობაზე, რათა კერძო სექტორმა მაქსიმალურად გამოიყენოს ევროკავშირთან ახალი სავაჭრო შესაძლებლობები და ასევე დააკმაყოფილოს ევროპული კრიტერიუმები. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ იმერეთის მოსახლეობასთან ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას განაცხადა. მინისტრი მოსახლეობას იმ ეკონომიკურ პროგრამებზე ესაუბრა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ხელშეწყობით ხორციელდება და მომავალში იგეგმება. „ამ კონტექსტში, აღსანიშნავია ევროკავშირის ახალი პროგრამა - „DCFTA Facility", რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში, რათა მათ შეძლონ აუცილებელი ინვესტიციების მოძიება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად წარმოების აწყობაში. აღნიშნული პროგრამა მეწარმეებს სანიტარული და ფიტოსანიტარული მოთხოვნების ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობას მისცემს და ასევე ახალ სტანდარტებზე გადასვლაში დაეხმარება", - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით საქართველოს მთავრობის ძალისხმევით დღეს ქვეყნის თითქმის ყველა დარგში ევროპული ნორმები და სტანდარტები მკვიდრდება. მნიშვნელოვანი წინსვლაა ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვის მიმართულებით და 2016 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 14%-ით გაიზარდა, ამასთან გასულ წელს საქართველოში რეკორდული მაჩვენებლის ინვესტიციები განახორციელა ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკმა. „2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3.6 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 %-ით მეტია. 2016 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 471 მილიონი შეადგინა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2016 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ინვესტიციები განახორციელა. ასევე, საქართველოში აქტიურად დაიწყო საქმიანობა ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც განიხილავს ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი სექტორის დაფინანსების შესაძლებლობებს", - განაცხადა მიხელ ჯანელიძემ. ვიზის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იმერეთის რეგიონში შეხვედრებს მართავს. ქუთაისსა და ვანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)