|
2017-03-31 15:39:08, 2276 ნახვა
ეკონომიკა
ტექნოპარკში პროფესიული განათლების ჰაკათონი ჩატარდება
1 აპრილს, 14:00 საათზე, ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია "EUHack"-ის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ჰაკათონი ჩატარდება. ღონისძიების მიზანია, ახალგაზრდებში კრეატიული აზროვნების განვითარება, ცნობადობის ამაღლება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით და სტარტაპ კომპანიების ფორმირება პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე. ჰაკათონში მონაწილეობას იღებენ განათლების სამინისტროს 14 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ ან ინოვაციურ პროდუქტებს ინოვაციების სააგენტოს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების (FabLab) ბაზაზე შექმნიან. პროფესიული განათლების ჰაკათონი იქნება პირველი ჰაკათონი საქართველოში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები საქართველოს ყველა კუთხიდან. ღონისძიება ჩატარდება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, აგრეთვე ჰაკათონის მხარდამჭერები იქნებიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და კომპანია ,,ბილაინი''. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)