|
2017-03-31 15:37:10, 2543 ნახვა
ეკონომიკა
აჭარის ტურისტული პოტენციალი კიევის ტურისტულ გამოფენაზეა წარდგენილი
აჭარის ტურისტულ პოტენციალს უკრაინელი ვიზიტორები ეცნობიან. რეგიონის ტურისტული შესაძლებლობებისა და პროდუქტების ამსახველი სარეკლამო-საინფორმაციო მასალები კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „UITT-Kiev 2017» არის წარდგენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უკრაინაში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ტურისტულ სააგენტოებთან და ქობულეთის გამგეობის ტურიზმის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში დეპატამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართეს, სადაც უკრაინაში აჭარის რეკლამირებისთვის ეფექტური გზები განიხილეს. უკრაინა აჭარისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. რეგიონში შემოსული ტურისტების რაოდენობის მიხედვით უკრანას მესამე ადგილი უჭირავს. 2016 წელს, რეგიონს 45 239 უკრაინელი ტურისტი სტუმრობდა. რაც ნაწილობრივ უკრაინიდან ბათუმის მიმათულებით არსებული ფრენების დამსახურებაცაა. მიმდინარე წელს, ავიაკომპანია „იან ეარი“ პირდაპირ ფრენებს კიევიდან ბათუმის მიმართულებით 15 აპრილიდან განაახლებს, რასაც ივნისიდან ოდესა-ბათუმის მიმართულებაც დაემატება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უკრაინაში მარკეტინგულ კამპანიებს 2011 წლიდან ანხორციელებს. მიმდინარე წელს, დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას უკრაინაში აპრილიდან დაიწყებს. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)