|
2015-04-06 18:35:57, 808 ნახვა
ეკონომიკა
არჩილ ხაბაძემ სასტუმრო კომპლექსის „მეტრო-სითი“-ს სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ კომპანია „ ატლას ჯორჯიას“ მიერ სასტუმრო კომპლექსის „მეტრო სითის“ სამშენებლო სამუშაოები დათვალიერეს. მთავრობის წევრებს მშენებლობის დეტალები კომპანიის დირექტორმა ონურ თანრივერდიმ და დირექტორთა საბჭოს წევრმა რაულ კახაძემ გააცნეს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია მშენებლობის პირველი ეტაპი, რაც კომპლექსის სხვადასხვა ობიექტის ფუნდამენტის ჩასხმას გულისხმობს. დღეისათვის კაზინოს შენობის მეორე სართულის დაშენება მიმდინარეობს, სადაც დასაქმებულია 150 ადგილობრივი მოქალაქე. მშენებლობის მეორე ეტაპი თვის ბოლოს დასრულდება. „კომპანიამ მშენებლობის ნებართვა 9 თებერვალს აიღო, ორი თვის განმავლობაში მან ძალიან შრომატევადი სამუშაოები შეასრულა. მუშაობის ტემპი შესანიშნავია და ნანახით ძალიან კმაყოფილი ვართ. უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე საინვესტიციო პროექტს მოეწერება ხელი. აპრილ-მაისში ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გაიხსნება რამდენიმე ახალი ობიექტიც. პარალელურად დაიწყება კიდევ სხვა ახალი პროექტები. ამ კონკრეტული კომპლექსის პარალელურად ბათუმში 200 მილიონის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც მუდმივად მიგვანიშნებენ, რომ რეგიონის აღმშენებლობის პროცესი შენელდა, მინდა ვუთხრა, რომ პროცესი გრძელდება და ჩვენი მხრიდან მათი ეს შეფასება იქნება უგულებელყოფილი“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. 12 -სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „მეტრო სითი“ 203-ნომრიანი იქნება. გარდა ამისა, კომპლექსის ტერიტორიაზე დაგეგმილია ორი 420-ბინიანი აპარტამენტის მშენებლობა. კომპანია აღნიშნული პროექტით რეგიონში 90 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. სასტუმრო „ მეტრო სითი“-ში ამიერკავკასიაში ერთერთი ყველაზე დიდი 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა, განთავსდება VIP -რეზიდენცია და სამორინე. აღნიშნული ინვესტიცია 600-დან 1500-მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. სასტუმროს მშენებლობა, კომპანიის განცხადებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე 2 წლით ადრე, 2017 წლის ბოლოს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)