|
2017-03-31 12:59:50, 2263 ნახვა
სამართალი
სოზარ სუბარი „ცენტრ პოინტის“ საქმეზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი „ცენტრ პოინტის“ საქმეზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს. ამის შესახებ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა. „პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე აქ ლაპარაკი ზედმეტია. ნამდვილად ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ. მე პირადად წარმოვადგენ იმ უწყებას, რომელთანაც შემოტანილი ჰქონდათ 5 პროექტი. გულწრფელად ვცდილობდი, რომ რაღაცნაირად რომელიმე მათ პროექტს მაინც გაემარჯვათ და დევნილებისთვის სახლები აეშენებინათ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ გამოვიდა, რადგან ერთ კონკრეტულ შემთხვევაშიც კი იმდენად აბსურდულ დოკუმენტაციამდე მივედით, რომლის გასწორებას შეიძლებოდა ათეულობით წლებიც კი დასჭირებოდა“, - განაცხადა სუბარმა. მისივე თქმით, არ სურს, ვინმე იჯდეს ციხეში, მითუმეტეს, როდესაც ლაპარაკია ქალებზე, დედაზე, მაგრამ იმ ადამიანების აზრიც გასათვალისწინებელია, რომლებიც სასამართლოს მიერ დაზარალებულად არიან მიჩნეულები. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს "ცენტრ-პოინტის" საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, „ამხანაგობა 88“-ის მენაშენეთა მიერ გადახდილი თანხებიდან, რაც განკუთვნლი იყო ამხანაგობის ბინათმშენებლობისათვის (რომელიც უნდა დასრულებულიყო 2007 წელს), მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა უკანონოდ, სხვადახვა გზებით მიისაკუთრეს 11 მილიონზე მეტი ლარი, რის გამოც შეუძლებელი გახდა ამხანაგობის წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)