|
2017-03-31 12:35:06, 2101 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში სარგავი მასალების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება იწყება
საქართველოში სარგავი მასალების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი იწყება, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უფასოდ განახორციელებს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის თანამშრომლებმა, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარებს და სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებს სერტიფიცირების სისტემის პროცედურები გააცნეს. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესწრებოდა, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვის აუცილებლობაზე და ყურადღება ბაზარზე სერტიფიცირებული ნერგის არსებობის უპირატესობებზე გაამახვილა. „სერტიფიცირებული სარგავი მასალა არის ნერგის ხარისხობრივი მაჩვენებლების, პროდუქტიულობისა და სოცოცხლისუნარიანობის გარანტი. სერტიფიცირება არის პროცედურათა თანმიმდევრობა, რომელიც უნდა ჩატარდეს თითოეულ სანერგეში, თუმცა, აღნიშნული პროცესი ნებაყოფლობითია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სერტიფიცირებულ სანერგეებს მიენიჭებათ პრიორიტეტი, რადგან ისინი დიდწილად მოქცეულნი იქნებიან სტანდარტებში, მომხმარებელი კი უპირატესობას ყოველთვის ხარისხიან ნერგს ანიჭებს“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ. იმისათვის, რომ სანერგე მეურნეობა სერტიფიცირების პროცესში ჩაერთოს, აუცილებელია, მოიპოვოს კვალიფიციური სანერგის სტატუსი. სანერგის კვალიფიციურობის დადგენისას, შემფასებელი კომისია, სანერგეებისადმი წაყენებული მოთხოვნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით იხელმძღვანელებს. კვალიფიციურობის დადგენის შემდეგ, სანერგე შეძლებს სერტიფიცირების პროცესში ჩართვას. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურში გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის სპეციალისტების მიერ ჩატარებული საველე ინსპექტირებისა და ლაბორატორიული ანალიზების (ვირუსები, ნიადაგი) შედეგებზე დაყრდნობით, სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ”, რომელიც მისაღებად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა. აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას, ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფას და არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების რეგისტრაციასთან, თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან, შენახვასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ საკითხებს. (NS)
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)