|
2017-03-31 12:19:22, 782 ნახვა
სამხედრო
უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსები დასრულდა
საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო მხარდაჭერის სკოლის საარტილერიო და კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსები დასრულდა. სასწავლო კურსის დახურვის ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა. სამხედროებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. უმცროს ოფიცრებს სიტყვით წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. მან ყურადღება ამოცანაზე ორიენტრებულ სწავლებებსა და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა. სამხედროებს კურსის დასრულების დამადასტურებელი დიპლომები წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, ასევე J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ზურაბ მგელაძემ გადასცეს. არტილერიისა და კავშირგაბმულობის სპეციალიზაციის კურსები 18 ლეიტენანტმა დაასრულა. დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებმა სპეციალობის საგნები ექვსი თვის განმავლობაში გაიარეს. საარტილერიო კურსის მსმენელებმა სროლა და ცეცხლის მართვის პროცედურები, ბატარეის ტაქტიკა, საარტილერიო შეიარაღება, საარტილერიო ცეცხლის მომსახურება შეისწავლეს. კავშირგაბმულობის სპეციალობით უმცროსმა ოფიცრებმა შემდეგი საკითხები - ელექტრობა და კომპიუტერული ქსელები, კავშირგაბმულობის თეორია, მოკლეტალღოვანი, ულტრამოკლეტალღოვანი და დეციმეტრული რადიოსადგურები, კავშირგაბმულობის ტაქტიკა განიხილეს. სასწავლო კურსებს ქართველი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. სპეციალიზაციის კურსების გავლის შემდეგ, უმცროსი ოფიცრები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გააგრძელებენ მუშაობას. (NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)