|
2017-03-31 11:47:59, 2280 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯეჯელავა: ერთადერთი, რაც არ უნდა დაგვემართოს, ეს არის ორხელისუფლებიანობა
„რაც შეეხება თვითმმართველობებს, ეს საკითხი ფუნდამენტური განხილვის საგანია, მსჯელობაა საჭირო. ერთადერთი, რაც არ უნდა დაგვემართოს, ეს არის ორხელისუფლებიანობა", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ თვითმმართველ ქალაქებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ზოგი თვითმმართველი ქალაქი, სადაც მერიც არის და გამგებელიც, არაეფექტურია. "პრობლემა არ უნდა შეიქმნას არცერთ თვითმმართველ ქალაქში იმასთან დაკავშირებით, რომ მუნიციპალური ინსტიტუტები და გამგებლები ერთმანეთთან როგორ მუშაობენ და როგორ არიან კოორდინირებულები. მთავარი ამოცანაა, რმნო ადგილობრივი ხელისუფლება შეთანხმებულად მუშაობდეს. არ ჰქონდეს ჩემი და შენი პროექტი, ყველა პროექტი უნდა ხალხისთვის და იმ მიზნების მისაღწევად, რასაც სახავს ხელისუფლება. მთავარი საკითხი არის ის, თუ რამდენად ეფექტურია ის თვითმმართველობები, სადაც არის გამგებელიც და მერიც. გარკვეული არაეფექტიანობები შეგვიმჩნევია",- აღნიშნა ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)