17:47 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 16:11:37, 1746 ნახვა

კომენტარი
გრიბაუსკაიტე: ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ქართველებს შეუძლიათ ლიტვაში უვიზოდ ჩამოვიდნენ

მინდა, გამოვხატო კმაყოფილება იმ გარემოებით, რომ ჩვენ გარკვეული წვლილი შევიტანეთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებაში, - ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს უვიზო რეჟიმის ამოქმედება კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ ლიტვა ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს.

„მინდა, მივულოცო საქართველოს, ჩვენს მეგობრებს ლიტვის სახელით. საქართველოს ძალისხმევა შესაძლებელი გახდა სწორედ მეგობრების წყალობით, მათ შორის ლიტვიელების წყალობით. დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, უვიზოდ იმოგზაურონ ევროპის კავშირის ტერიტორიაზე. გუშინ ჩვენს აეროპორტში ჩამოფრინდა თვითმფრინავი, სადაც იყვნენ ქართველები. მათ შეხვდნენ ყვავილებით. ჩვენ ვართ ძალიან ბედნიერი, რომ ქართველებს შეუძლიათ ლიტვაში ჩამოვიდნენ უვიზოდ“, - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.

როგორც რრიბაუსკაიტემ აღნიშნა, ლიტვა, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოები, მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს და მის ინტეგრაციულ პროცესებს ევროპის კავშირში.

„ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი მიმოსვლის ხელშეკრულება უკვე ამოქმედდა სრულიად. მინდა, გამოვხატო ჩემი კმაყოფილება იმ გარემოებით, რომ გარკვეული წვლილი შევიტანეთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებაში. ეს პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს,  რომ ძალისხმევა, რომელიც ჩვენ გავწიეთ, სწორედ იყო წახალისებული იმ რეფორმებით, რომელიც განხორციელდა თქვენს ქვეყანაში. თუმცა, ძალიან ბევრი უნდა გაკეთდეს, აუცილებელია, რეფორმები გაგრძელდეს სასამართლო სექტორში, სამოქალაქო სექტორში. უნდა გაგრძელდეს პროკურატურის რეფორმების პროცესი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს. ჩვენ შეგვიძლია მოგცეთ რჩევები, რამდენადაც საქართველოს დასჭირდება ჩვენი დახმარება, ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics