|
2017-03-30 14:30:51, 2181 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ისეთ საკონსტიტუციო მოდელზე ვმუშაობთ, რომელიც ნებისმიერი სახის ავტოკრატიის ჩამოყალიბებას გამორიცხავს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეკონომიკის მინიტრ გიორგი გახარიასთან ერთად ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის თემა იმ მოსაზრებებისა და გეგმების განხილვაა, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან არის დაკავშირებული. შეხვედრის დასაწყისში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღევანდელი კონსტიტუცია შეიცავს ბევრ ხარვეზს და ეს ხარვეზები ავტოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ქმნის. მისივე თქმით, დღეს მიმდინარეობს მუშაობა ისეთ საკონსტიტუციო მოდელზე, რომელიც საქართველოში ნებისმიერი სახის ავტოკრატიის ჩამოყალიბებას გამორიცხავს. „გახსოვთ, როგორი იყო წინა რეფორმის კონტექსტი, რა პრობლემები შეიქმნა მაშინ და დღეს ვმუშაობთ ისეთ საკონსტიტუციო მოდელზე, რომელიც გამორიცხავს საქართველოში ნებისმიერი სახის ავტოკრატიის ჩამოყალიბებას. კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ორ ძირითად მიზანს, ესაა პლურალიზმი, დემოკრატიის უზრუნველყოფა და სტაბილური მმართველობის სისტემის შექმნა, ამიტომ ჩვენი მიზანია, საუკეთესო ბალანსი შევქმნათ ამ ორი ძირითადი მიზნის. ჩვენს მიერ პრაქტიკულად უკვე მომზადებული დოკუმენტი ამ ორ ძირითად მიზანს ემსახურება. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ დღეს არსებული საპარლამენტო მმართველობა და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს სისტემა. ძირითადი მახასიათებლები ამ სისტემის უნდა იყოს ძლიერი პარლამენტი და ქმედითი მთავრობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)