|
2017-03-30 14:26:51, 1553 ნახვა
საზოგადოება
„მარჯანიშვილის“ მეტროსთან გარემოვაჭრეებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
„მარჯანიშვილის“ მეტროსთან მიმდინარე აქციაზე გარემოვაჭრეებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გარემოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად ადგილზე საკუთარი პროდუქცია გასაყიდად მიიტანეს და ვაჭრობა განაგრძეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ცენტრალურ ტერიტორიაზე გარევაჭრობა დაუშვებელია. „მარჯანიშვილის“ მეტროსთან იმყოფებოდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი უკლება. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული აქცია პროვოკაცია და ანარქიაა. „ეს არ არის გარევაჭრობა, ეს არის პიარ აქცია. გარკვეულ ჯგუფებს სურთ ქულები დაიწერონ. გარევაჭრობა ეტაპობრივად არსად აღარ იქნება. რაც შეეხება მოვაჭრეებს, თბილისის მერია მათ სთავაზობს შეღავათიან პირობებში, 6 თვის განმავლობაში, ბაზრობების ტერიტორიებზე შევიდნენ”, - აღნიშნა უკლებამ. დასუფთავების სამსახურმა მიმდებარე ტერიტორიიდან დადგმული ყუთები უკვე გაიტანა. აქცია ამ დროისთვის დასრულებულია, თუმცა ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ამ დრომდე იმყოფებიან. შეგახსენებთ, თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ზომების მიღება 19 მარტიდან დაიწყო. 19 მარტს აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიები გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)