09:04 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 12:27:14, 1361 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, 2 აპრილის ჩათვლით, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, 31 მარტიდან 2 აპრილის ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში , 30 მარტს +23 გრადუსი იქნება, ხოლო 31 მარტს ხანმოკლე წვიმასა და +21 გრადუს სითბოს პროგნოზრიებენ. ხანმოკლე წვიმაა ასევე ნავარაუდევი  1 აპრილს, ზოგგან იწვიმებს 2 აპრილსაც და +14 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში  30 მარტს +20 გრადუსი, 31 მარტს ზოგგან ხანმოკლე წვიმა და +17 გრადუსი იქნება, ასევე 1-2 აპრილს ზოგგან იწვიმებს და ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებს,  30 მარტს +15 გრადუსი იქნება,  31 მარტს +13, ზოგიერთ რაიონში თოვლჭყაპი, 1 აპრილს ასევე თოვლჭყაპსა და ნისლს ვარაუდობენ, ხოლო ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, 2 აპრილს შესაძლებელია მცირე თოვლი.

დასავლეთ საქართველოს ბარში 30 მარტს +23 გრადუსია მოსალოდნელი, 31 მარტს ზოგგან იწვიმებს და +19 გრადუსი სითბო იქნება, ასევე ზოგგან იწვიმებს და +17 გრადუსი იქნება 1 აპრილსაც.ხოლო 2 აპრილს +15 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ.

დასავლეთ საქარველოს მთიან რაიონებს რაც შეეხება,  30 მარტს +18 გრადუსი იქნება, 31 მარტს +17 გრადუსი და  ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 1 აპრილს ზოგგან იწვიმებს და ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ასევე იწვიმებს 2 აპრილს და +13 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცველებმა კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობიდან 33 წელი გავიდა
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics