|
2017-03-30 12:25:49, 1449 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში საყრდენი კედლების მშენებლობა 5 მისამართზე მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 5 მისამართზე მიმდინარეობს: ინანიშვილის ქ. #4, უიარაღოსII შესახვევი #3-3ა, მაღაროს ქ. #8, ლოტკინის ხევი #38, ქსნის ქ. #12.სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ხდება მიწის დამუშავება-გატანა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობა და ლითონის დამცავი ღობის მონტაჟი. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე პროექტებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო. „საკმაოდ რთულ სამუშაოს ასრულებენ კონტრაქტორი კომპანიები. განსაკუთრებით, რთული ობიექტია ინანიშვილის #4, სადაც კლდის ხელით დამუშავება უწევთ მშენებლებს. ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია მოსახლეობის და საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის“,-განაცხადა ირაკლი ხელაძემ. მიმდინარე პროექტების საერთო ღირებულება 199 633 ლარია. აღნიშნული მისამართების გარდა, კედლების მშენებლობა დაიწყება კიდევ 6 მისამართზე. ასევე, წლის ბოლომდე ტენდერის გამოცხადება იგეგმება 10-მდე საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოებზე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)