|
2017-03-30 12:16:31, 2214 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი: მაქვს ორ ფრონტზე ბრძოლის პატივი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლა ახდენილი ოცნებაა. ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მალტაში, "ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის მისაღებად ქვეყანამ პირველი ნაბიჯები მისი მმართველობის დროს გადადგა. ყოფილმა პრეზიდენტმა "ევროპის სახალხო პარტიას" საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "ჩემმა მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკებები ამ საკითხზე, ავაშენეთ აეროპორტები, მოვამზადეთ საჭირო ინფრასტრუქტურა, მაგრამ არ გვჯეროდა, სანამ ეს მართლაც რეალურად არ მოხდა. ეს არის ახდენილი ოცნება. მადლობას ვუხდი "ევროპის სახალხო პარტიას" მხარდაჭერისთვის. მაქვს ორ ფრონტზე ბრძოლის პატივი. ვარ საქართველოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპატიო თავმჯდომარე და ვხელმძღვანელობ უსწრაფესად მზარდ პარტიას უკრაინაში, მაგრამ დღეს საქართველოს შესახებ ვილაპარაკებ", - აღნიშნა სააკაშვილმა. ექს-პრეზიდენტის განმარტებით, "2012 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად გადაეცა ძალაუფლება ახალ ძალას მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით, მაგრამ ეს ადამიანები არასდროს იქნებიან მზად, შექმნან ძალაუფლება ცვლილებებისა და რეფორმების გზით". "9 წელი ვხელმძღვანელობდით ყველაზე წარმატებული რეფორმების ექსპერიმენტს პოსტ საბჭოთა სივრცეში, ჩვენ შევძელით ქვეყნის რადიკალური შეცვლა და სამაგალითო გავხადეთ რეგიონში. 2012 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად გადაეცა ძალაუფლება ახალ ძალას მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით, მაგრამ ეს ადამიანები არასდროს იქნებიან მზად, შექმნან ძალაუფლება ცვლილებებისა და რეფორმების გზით. დღეს ვართ ასეთ სიტუაციაში. ფორმალურად გვაქვს დემოკრატია, მაგრამ განადგურებულია რეფორმების ექსპერიმენტი, რაც იყო გამოწვევა რუსეთისთვის და პუტინის რეჟიმისთვის. ასეთივე სურათია რეგიონის სხვა ქვეყნებშიც, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ღირებულებებს. ამიტომ "ევროპის სახალხო პარტიამ", რომელიც ამ ღირებულებებს ეფუძნება, მის დასაცავად ხმა უნდა აიმაღლოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)