|
2017-03-30 11:54:36, 2270 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: იანვარი-თებერვლის ეკონომიკური ზრდის ტემპმა 4,8% შეადგინა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია
ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს დადებითად აფასებს. "რამდენიმე წუთის წინ დაიდო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. 4.4% გამოვიდა თებერვლის ზრდის მაჩვენებელი. 2 თვის მაჩვენებელი არის 4.8%, ეს არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. ჩვენ 4% გვაქვს დაგეგმილი მიმდინარე წელს. პირველი თვეები გვიჩვენებს, რომ საკმაოდ კარგად მივდივართ. მინდა მოგახსენოთ, რომ რა თქმა უნდა მაქვს შესაძლებლობა ყოველდღე თვალყური ვადევნო მარტის თვის დამატებითი ღირებულების ბრუნვებს და აქაც ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს. მარტის თვეში, წინასწარი შეფასებით საკმაოდ კარგად არის ექსპორტის ზრდა და შესაბამისად ეს ყველაფერი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ის დაგეგმილი მონაცემები და პარამეტრები, რაც ჩვენ გვაქვს წარმატებით შესრულდება", - დასძინა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ცნობისთვის, წინასწარი შეფასებით, საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,4 პროცენტი, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,8 პროცენტი შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)