|
2017-03-30 10:31:40, 1519 ნახვა
საზოგადოება
საგარეო სამინისტროში ფოტო ექსპოზიცია გაიხსნება
30 მარტს 4 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიხსნება ფოტო ექსპოზიცია "საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები", რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით მომზადდა და წარმოადგენს, საქართველოსა და ევროპის ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული და სამხედრო თანამშრომლობის, ასევე, მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების ამსახველ ისტორიულ-დოკუმენტურ მასალას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი წერილობითი მემკვიდრეობა, საზოგადო მოღვაწეთა პირადი საარქივო მასალები, ქართული და ლათინური ხელნაწერი კოლექციები, ილუსტრაციები, უძველესი რარიტეტების ფრაგმენტები და პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები, ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ევროპასთან ურთიერთობის, დასავლური ფასეულობებისაკენ სწრაფვის უტყუარი დასტურია. ექსპოზიცია წარმოაჩენს, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის, მისი ისტორიული, გეოგრაფიული და კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ქვეყნის უახლესი მნიშვნელოვანი მიღწევა - ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ევროპასთან შემდგომ დაახლოებასა და საზოგადოებებს შორის კავშირების განმტკიცებაში. გამოფენა თბილისში გაიხსნება, მოივლის საქართველოს რეგიონებს და ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით გამოიფინება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დედაქალაქში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)