|
2017-03-29 20:47:12, 1665 ნახვა
საზოგადოება
მედიის წარმომადგენლებისთვის ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართება
1 აპრილს 12:00 საათზე სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში’’გაიმართება მრგვალი მაგიდა მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლის მიზანია: „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ და მისი წევრი ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების ინფორმირებულობის გაზრდა. როგორც "ექსპრესნიუსს" ორგანიზატორებმა აცნობეს, მრგვალი მაგიდის მიზანი ასევეა მედიის წარმომადგენლების დაინტერესება ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის სფეროში არსებული გამოწვევებით, ასევე, მედიის როლის გააზრება ბავშვთა უფლებების დაცვის მონიტორინგის პროცესში. შეხვედრაში, რომელიც პროექტი ,,გაერთიანებული ხმა ბავშვებისთვის’’ მხარდაჭერით იმართება, მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ჟურნალისტები, ასევე კოალიციის საბჭოს წევრი ორგანიზაციები, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და კოალიციის პარტნიორი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრის ორგანიზატორები დამსწრეებს ასევე გააცნობენ კოალიციის ისტორიას, მიმდინარე და დაგეგმილ საქმიანობებს და განიხილავენ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც, დაიგეგმება საველე ვიზიტები მომსახურებების მიმწოდებელ ორგანიზაციებში და სხვა აქტივობები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)