|
2015-04-06 15:06:54, 674 ნახვა
სამართალი
იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ ორი ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ორი ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ნოტარიუსების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტთან დაკავშირებით (დანაშაული გათვალისწინებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით) გენერალურ ინსპექციაში გამოძიება 2015 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარეობს. „გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ცალკეული ნოტარიუსების მხრიდან (ნ.გ., ლ.ბ.) ადგილი ჰქონდა სარეგისტრაციო მომსახურების გაწევისათვის გადახდილი სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტებს. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ავტორიზაციის ხელშეკრულების ფარგლებში, აღნიშნული ნოტარიუსები (ნ.გ., ლ.ბ.) რეგისტრაციების დაჩქარებული წესით განხორციელების სანაცვლოდ, დაინტერესებული მოქალაქეებისგან მომსახურების გაწევისათვის იღებდნენ 200 ლარს, ოფიციალურად აფიქსირებდნენ 50 ლარს, ხოლო თანხებს შორის სხვაობას − 150 ლარს ითვისებდნენ. გატარებული საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ორი ნოტარიუსი (ნ.გ. და ლ.ბ.). იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას და აცხადებს, რომ როგორც აქამდე, მომავალშიც მკაცრი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ფაქტს, რომელიც ჩადენილი იქნება მოქალაქის საზიანოდ სისტემის რომელიმე თანამშრომლის მიერ“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)