|
2017-03-29 15:32:08, 1791 ნახვა
საზოგადოება
ვილნიუსის მერის სიურპრიზი საქართველოს მოქალაქეებს - „ახლოს, ვიდრე ოდესმე“
ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას განსაკუთრებულად ეხმიანება. ქალაქის მერი, რემიგიუს შიმაშიუსი სოციალურ ქსელ Facebook-ში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ვილნიუსში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს ინგლისურ-ქართული ბანერით ხვდებიან. "ახლოს, ვიდრე ოდესმე" , - ასე ხვდებიან საქართველოს მოქალაქეებს ლიტვის დედაქალაქში. "გუშინ ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და საქართველოს მოქალაქეებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ ევროპულ ქვეყნებში გადაადგილება. პირველი ქართველი სტუმრები მალე ჩამოფრინდებიან ვილნიუსის აეროპორტში, ჩვენ მათ ასეთი სიურპრიზი მოვუმზადეთ. საქართველო - ისე ახლოს, როგორც არასდროს!", - წერს ვილნიუსის მერი. ამასთან, ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ფოტოს ავრცელებს, თუ როგორც ხვდებიან ლიტველები პირველ უვიზო მგზავრებს ვილნიუსში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)