|
2017-03-29 14:00:09, 2348 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება 14 აპრილს დასრულდება
სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება 14 აპრილს დასრულდება. როგორც იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ხუთი კანდიდატურა მთავრობას პირველ ივლისამდე წარედგინება. ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ სტრასბურგის მოსამართლის კანდიდატთა საგამოცდო ვადამ მხოლოდ ერთხელ გადაიწია და ეს ცვლილება მთავრობის დადგენილებაში აისახა. „ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურებისათვის საბუთების წარდგენის ვადამ 14 მარტს გადაიწია მხოლოდ ერთხელ, ერთი თვით, და ნაცვლად 14 მარტისა, განისაზღვრა 14 აპრილით; ხოლო მთავრობისათვის კანდიდატურების წარდგენის ვადა, შესაბამისად, ნაცვლად პირველი აპრილისა, პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა. სწორედ 14 აპრილიდან პირველ ივლისამდე უნდა მოხდეს საბუთების გადარჩევა და გამოცდების ჩატარებაც. ცვლილება ვადაში იმით არის გამოწვეული, რომ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლეს საპარლამენტო ასამბლეა საშემოდგომო სესიაზე აირჩევს. შესაბამისად, „PACE"-ს მიერ საქართველოს მთავრობისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოდან კანდიდატურები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 31 აგვისტომდე უნდა წარედგინოს. ამდენად, ორჯერ ვადის გადაწევას ადგილი არ ჰქონია. 27 მარტს გამოქვეყნდა დადგენილება, თუ რა ვადაში უნდა წარუდგინოს საკონკურსო კომისიამ საქართველოს მთავრობას ხუთი კანდიდატურა, რომელთაგან მთავრობა შეარჩევს სამს. ყველა სხვა განცხადება ვადის ორჯერ გახანგრძლივების შესახებ მცდარია და არ შეესაბამება სინამდვილეს“,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)