|
2015-04-06 14:56:48, 629 ნახვა
საზოგადოება
ხოკრიშვილი: მოხარული ვარ, რომ გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას "სმარტი" შეუერთდა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ შეუერთდა. „სმარტი“ გარდა იმისა, რომ პოლიეთილენის პარკებს ჩაანაცვლებს ბიოდეგრადირებადით, «მწვანე ჩანთების” მრავალჯერადად გამოყენების წახალისების მიზნით, მომხმარებელს სპეციალურ ფასდაკლების აქციას სთავაზობს. სუპერმარკეტების ქსელს დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი სტუმრობდა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან პოლიეთილენის პარკებს ეტაპობრივად ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს. მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, მოხარულია, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ამ აქციას დღეს "სმარტის" სავაჭრო ქსელი შეუერთდა. "ძალიან მოხარული ვარ, დღეს "სმარტის" სავაჭრო ქსელი უერთდება ჩვენი სამინისტროს ინიციატივას. ისინი დღეიდან უკვე იწყებენ მრავალჯერადი ჩანთების, ე.წ. მწვანე ჩანთების გამოყენების ხელშეწყობას. მათ დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა წამახალისებელი აქცია, რომლის მეშვეობითაც მოხმარებელს საშუალება ექნება, გამოიყენოს მრავალჯერადი ჩანთები, ასევე "სმარტის" სავაჭრო ქსელი წლის ბოლომდე ეტაპობრივად ჩაანაცვლებს პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკებით. ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მონაწილეობა ამ აქციაში. მოგეხსენებათ, სამინისტრომ დაიწყო მყარი ნარჩენების მართვის ახალი მიდგომა, რომელიც ამ ახალ კანონმდებლობას ემყარება და ყველა მსხვილი სავაჭრო ქსელი უერთდება ჩვენს აქციას და წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს პირველი, რომ მთლიანად ჩავანაცვლოთ პოლიეთილენის მოხმარება ბიოდეგრადირებადი პარკებით და პარალელურად, ხელი შევუწყოთ მრავალჯერადი ჩანთების, ეწ. მწვანე ჩანთების გამოყენებას. მოვუწოდებ მოსახლეობას, მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა ამ აქციაში, რათა პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ამ ფართო აქციაში თავიანთი წვლილი შეიტანონ", - აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა. პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წლები ჭირდება და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. მაშინ, როდესაც ბიოდეგრადირებადი პარკი 3-6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას. სამინისიტრო ბიოდეგრადირებადი პარკებისა და მრავალჯერადი ჩანთების გამოყენების დანერგვით ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირებას და საბოლოოდ პოლიეთილენის მთლიანად ამოღებას.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)