|
2017-03-29 11:39:07, 1213 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, 31 მარტსა და 1 აპრილს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, 31 მარტსა და 1 აპრილს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დედაქალაქ თბილისში +11 გრადუსი სითბო იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 30 მარტს +18 გრადუსი იქნება, ხოლო 31 მარტს ხანმოკლე წვიმას და +14 გრადუსს პროგნოზირებენ.შაბათს, 1 აპრილს, +10 გრადუსი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს +16 გრადუსი და უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, 30 მარტს +19 გრადუსი იქნება, ხოლო 31 მარტს ხანმოკლე წვიმასა და +21 გრადუს სითბოს პროგნოზრიებენ. ხანმოკლე წვიმაა ასევე ნავარაუდევი 1 აპრილსაც. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 29 მარტს +11 გრადუსი იქნება, 30 მარტს +19 გრადუსი, 31 მარტს ზოგგან ხანმოკლე წვიმა და +17 გრადუსი იქნება, 1 აპრილს ზოგგან იწვიმებს და +9 გრადუსი სითბ ო დაფიქსირდება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებს, 29 მარტს +3 გრდუსი სითბო იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 30 მარტს +15 გრადუსი იქნება, ხოლო 31 მარტს +15, ზოგიერთ რაიონში თოვლჭყაპი, 1 აპრილს ასევე თოვლჭყაპს ვარაუდობენ, ხოლო ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს ბარში 29 მარტს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, 30 მარტს +24 გრადუსია მოსალოდნელი, 31 მარტს ზოგგან იწვიმებს და +18 გრადუსი სითბო იქნება, ასევე ზოგგან იწვიმებს და +15 გრადუსი იქნება 1 აპრილსაც. დასავლეთ საქარველოს მთიან რაიონებს რაც შეეხება, დღეს შესაძლებელია მცირე თოვლჭყაპი. ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, 30 მარტს +20 გრადუსი იქნება, 31 მარტს +15 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 1 აპრილს ზოგგან იწვიმებს და ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)