|
2015-04-06 14:45:52, 719 ნახვა
სამართალი
გომელაური: არასწორად მოიქცა მესაზღვრე, რომელსაც არასრულწლოვანი გაეპარა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არასრულწლოვანი, რომელიც პანკისის ხეობიდან სავარაუდოდ სირიაში საბრძოლველად წავიდა, საზღვარზე მესაზღვრეებს გაეპარა. მინისტრის თქმით, მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო და არასრულწლოვანის დასაბრუნებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქულ მხარესთანაც თანამშრომლობს. „რა თქმა უნდა დაირღვა, არასწორად მოიქცა მესაზღვრე, როდესაც გაეპარა ამ ადამიანს. ფაქტიურად იყო ერთი. მეორე იყო სრულწლოვანი, 18 წლის. მოგეხსენებათ თურქეთში გასვლა ხდება ID ბარათებით და არა საზღვარგარეთის პასპორტებით. მისი ვიზუალური შეხედულებით ამ ადამინმა როგორც ახსნა ეს არ გავდა არასრულწლოვანს და ეჭვი არ შეიტანა. თუმცა, ეს არ ამართლებს რა თქმა უნდა. მოკვლევა დაიწყო და მოკვლევის შემდეგ დაიდება ბოლოს რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ ჩვენ და აქედან გამომდინარე ეს საპატიებელი არ არის რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. უნდა მეტი ყურადღებით იყვნენ, თუმცა ჩვენ დავუკავშირდით თურქულ სპეცსამსახურებს, რომლებსაც ვთხოვეთ, რომ შეძლებისდაგვარად იქნება მოხდეს ბავშვის უკან დაბრუნება. ამაზე ვმუშაობთ რა თქმა უნდა. კიდევ ავღნიშნავ, გაგვეპარა ასე ვთქვათ, გაეპარა ამ მესაზღვრეს, არ გადაამოწმა მისი წლოვანება. შეიძლება ეხლა არ უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ ვიტყვი, რომ იყო ძალიან ხშირი შემთხვევა, როდესაც ჩვენ უკან დავაბრუნეთ ადამიანები და არა მარტო არასრულწლოვანები. დავეხმარეთ მათ ოჯახებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)