|
2017-03-28 18:03:09, 1457 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხვალ „მზის შვილების“ ნახატების გამოფენა გაიხსნება
ხვალ, 19:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, „თავისუფალი ხელოვნების სტუდიაში“ (Free Art Studio) შექმნილი სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის მოყვარულ მხატვართა გამოფენა გაიხსნება. გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის თათია დოლიძის ინიციატივით, საგამოფენო სივრცეში საპატიო ადგილი დაეთმობა „მზის შვილების“ ნახატებს, რომლებიც ამ პატარებმა გაერო-ს მიერ დაწესებულ დაუნის სინდრომის დღეს, 21 მარტს, „თავისუფალი ხელოვნების სტუდიაში“ სტუმრობისას შექმნეს. გამოფენაში სპეციალური მოწვევით დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა მხატვარი ლექსო ფოდიაშვილიც მიიღებს მონაწილეობას. დაინტერესებულ პირებს ნახატების უმრავლესობის შეძენაც შეეძლებათ. ღონისძიებას მუსიკალურად მევიოლინე მარიამ მამადაშვილი გააფორმებს. გაიმართება ვიქტორინა და გათამაშდება პრიზები. გამოფენა 31 მარტის ჩათვლით გაგრძლედება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)