|
2017-03-28 16:41:49, 1604 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მხედველობადაქვეითებულთა ბაგა-ბაღში წყლის მსოფლიო დღე შემეცნებით-გასართობი ღონისძიებით აღნიშნეს
თბილისის მხედველობადაქვეითებულთა ბაგა-ბაღში წყლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება სახელწოდებით „წყალი“ გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებმა მშობლებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წყლის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვის აუცილებლობაზე სხვადასხვა მუსიკალური და სასცენო ნომრები წარმოადგინეს და მაყურებელს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელოდან მიღებული ცოდნა გაუზიარეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სახელმძღვანელო სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა“ 2016 წელს, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად მოამზადა. ახალი სახელმძღვანელო 2017 წლიდან ოფიციალურად დაინერგა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში. ამავე პროგრამით, ცენტრის მიერ გადამზადდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების 160 მეთოდისტი და აღმზრდელი. საგანი მოიცავს საკითხებს ბიომრავალფეროვნების, წყლისა და ენერგიის დაზოგვისა და ნარჩენების მართვის შესახებ. ღონისძიებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)